ტანსაცმლის სწორი ცხოვრება

უდაოა, რომ ტანსაცმელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ნივთები უნდა ვიყიდოთ, თუმცა ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვუაროთ მათ.

ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრია უზარმაზარია, ის წლიურად გამოიმუშავებს 1,3 ტრილიონ დოლარს და 300 მილიონზე მეტ ადამიანს უზრუნველყოფს სამსახურით.

აქვე,აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის წარმოება საგრძნობლად იზრდება ყოველწლიურად. ეს გამოწვეულია ფენომენით „ფასტ ფეშენ“ - სწრაფი მოდა, რომელმაც გაზარდა და გააორმაგა საშუალო კლასის ტანოსამოსის წარმოება ბოლო 15 წლის მანძილზე.

ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაივიწყა, ან არც იცის რომ გარდერობის ჩამონათვალი ადრე შემოიფარგლებოდა რამოდენიმე ნივთით რომელიც ზუსტად იყო გაწერილი მიზნების მიხედვით. ზოგიერთი მათგანი იყო გასასვლელად ან დღესასწაულებისთვის და მეორე ნაწილი გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი მიდგომა უდაოდ ძველმოდურია, ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ოდესმე კაცობრიობა დაბრუნდება აღნიშნულ პირობებში. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ეკოლოგია. ვინაიდან სამკერვალო საქმე წარმოადგენს სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს, და ზუსტად ამ მიზეზით აუცილებელია ჩვენი შეხედულებები გადავაფასოთ . ყველა ვალდებულნი ვართ შეძლებისდაგვარად ჩართული ვიყოთ აღნიშნულ პროცესში და ვიფიქროთ ცვლილებებზე.

მაგრამ, სანამ შევეხებით ცვლილებებს, უნდა გავიგოთ თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ინდუსტრია დღეს. ის იყენებს დიდი მოცულობის არააღდგენად რესურსს, რათა აწარმოოს ტანსაცმელი, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ ან ვყრით ყოველწლიურად. მაგალითად, მოსახლეობის 29 % ისეთ ტანსაცმელს ყრის, რომელსაც არ იცვამს გარკვეული პერიოდის მანძლზე.

„ფასტ ფეშენის“ ნახევარზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ფულადი თვალსაზრისით, ნაგავში გადაყრილი ტანსაცმელი ყოველწლიურად აღემატება 500 მილიარდ ევროს. ამასთან ზოგიერთი ქვეყანა აგროვებს ტანსაცმელს და გზავნის მას ქვეყნებში, რომელთაც არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა - სადაც ტანსაცმელს მეორე სიცოცხლეს ჩუქნიან, და იყენებენ იქამდე სანამ არ გაცვდება.

ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვან კითხვას დეტალური პასუხი სჭირდება კოპანია ელექტროლუქსმა 2017 წელს ჩაატარა კვლევა, რათა ეპოვა პორბლემის მთავარწყარო. გამოკითხვაში ევროპის მასშტაბით 4000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა . მათ გააზიარეს საკუთარი გამოცდილება თუ როგორ იყენებენ ტანსაცმელს და როგორ უვლიან მას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ადამიანების 54 % იცვამს გარკვეულ საყვარელ სამოსს კვირაში ერთხელ მაინც, 53 %-მა აღიარა რომ ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ყოველთვე. აქედან გამომდინარეობს ორი დიდი დასკვნა: გვაქვს ტანსაცმელი რომელიც უზომოდ გვიყვარსდა ვიცვამთ ხშირად, თუმცა მიუხედავად ამისა, გვაქვს მუდმივი მოთხოვნილება შევიძინოთ - ახალი.

განვიხილოთ მიზეზი, რატომ გვაქვს ახალი ტანსაცმლლის ყიდვის სურვილი. იმის გარდა,რომ პრაქტიკული მიზანი აქვს, ჩვენ გვამოძრავებს სოციალური და ემოციური მიზანდასახულობა - მაგალითად ტანსაცმლით გამოვხატოთ საკუთარი პიროვნება. ასე გვიგროვდება ტანსაცმელი, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ ან საერთოდ არ ჩაგვიცვამს არც ერთხელ. ამას ადასტურებს შემდეგი კვლევა: გამოკითხული ადამიანებიდან 38 % გარდერობში გააჩნია დაახლოებით 50 ერთეული ტანსაცმელი, ხოლო 34 % ყოველწლიურად ხარჯავს 3000 ევროზე მეტს.

კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები რომელიც „ფასტ ფეშენს“ აწარმოებენ, სთავაზობენ ტანსაცმელს, რომელსაც მალე ვეღარ ვიყენებთ , ამიტომ, ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მუდმივად ვიყიდოთ ახალი.

ჩვენში ნელა-ნელა ინერგება მუდმივად ახალი ტანსაცმლის ყიდვის საჭიროების შეგრძნება.

ვიყიდოთ, ჩავიცვათ და გადავაგდოთ - ზუსტად ამას გვთავაზობთ სისტემა „ფასტ ფეშენ“. ხშირად იყრება თითქმის უხმარი ტანსაცმელი, რის შედეგადაც ვიღებთ ტანსაცმლის ნაგავსაყრელს. გამოკითხული ადამიანების 20 % მა დაადასტურა რომ გარდერობში არ გააჩნიათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც 3 წელზე მეტისაა.

გადამწყვეტ ფაქტორად ყიდვისას სახელდება ის თუ რა ხარისხი აქვს და რამდენად მორგებულია ჩვენს ტანზე. ბრენდებმა უნდა შესთავაზონ მყიდველს არა მხოლოდ იდეალურად მორგებული, მაღალი ხარისხის ნივთები, არამედ დამატებითი მომსახურება როგორიც არის საგარანტიო პირობები, მეორადი გაყიდვა ან შეკეთება-აღდგენა.

საჭიროა ისეთი ტანსაცმლის შექმნა, რომელიც დიდ ხანს ძლებს, ვინაიდან გამოკითხული ადამიანების 66 % წყვეტს ტანსაცმლის გამოყენებას მისი გაცვეთის პირველივე ნიშნების აღმოჩენისას. თუ საქმე ეხება ტანსაცმლის შენახვას იდეალურ მდგომარეობაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატარა საიდუმლოებებს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტანსაცმელს სწორად. მათი გამოყენებით შეგვიძლია დავზოგოთ ფული, დრო და დავიცვათ გარემო.

დღეს ტანსაცმლის მოვლის ტექნოლოგიებმა მყარად დაიმკვიდრა თავი სამყაროში .

ბრენდი „ელექტროლუქსი“ ყოველთვის პოზიციონერებდა როგორც - „მწვანე“ რაც ნოტიო ქიმწმენის ტექნოლოგია Lagoon AC მა უკვე დაამტკიცა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ შესაძლებელია თქვენი საყვარელი სამოსი დამუშავდეს Lagoon AC ში და გადმოგეცეთ 1 საათში. იყავით დარწმუნებულნი რომ აქვაწმენდის შემდეგ თქვენი ტანსაცმელი დაიბრუნებს ახალი ტანსაცმლის ვიზუალს და შეიძენს ხასხასა ფერებსა და სასიამოვნო სუნს.

ახალი ტექნოლოგიების ცოდნასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი ტანსაცმლის ვიზუალი ისე, თითქოს ახალია.

ამსთან გვაცვია ახალი სამოსი, რომელიც ძალიან ჰგავს ძველს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩაიცვათ რაც გიყვართ და გაახანგრძლივოთ თქვენი საყვარელი ტანსაცმლის სიცოცხლე.


ამ სტატიაში წარმოდგენილია UAB Syno International-ის (ვილნიუსი, ლატვია) მიერ 2017 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. ონლაინ გამოკითხვაში 4000 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 2000 ქალი იყო.