მიკროფიბრა (ჯადოსნური ჩვარი)

მიკრობოჭკოვანი ჩვარი, იგივე „ჯადოსნური ჩვარი“ წარმოადგენს ნაჭერს, რომლის ბოჭკო დამზადებულია პოლიეთერის და პოლიამიდის ნარევისაგან. ძაფში მასალის თანაფარდობა მერყეობს 100 % დან, 80 - 70/20- 30%. თავად სახელი დაიმკვიდრა ბოჭკოს ზომებიდან გამომდინარე რომლის 10 000 მეტრი იწონის სულ რაღაც 6 გრამს.

ბოჭკო და მისგან დამზადებული ქსოვილი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მისი მოხმარება საწმენდ ან საპრიალებელ ჩვარად, რომელსაც ყოველი დიასახლისი იყენებს დასუფთავებისთვისა და ზედაპირების გაშრობა- დაპრალებისთვის.

მიკრობოჭკო ჭრილში ვარვსკლავისებურია მისი დიამეტრი კი სულ რაღაც 10 მიკრონია (მილიმეტრის მეასედი).

პირველად მისი წარმოება დაიწყეს იაპონიაში 1976 წელს, რის შემდეგაც საკმაოდ დიდი აღიარება ჰპოვა მთელ მსოფლიოში.

არსებობს მიკრობოჭკოვანი ჩვრების სხვადასხვა სახეობა.

მაღალი ხარისხის ჩვარი უნდა იკავებდეს დიდი რაოდენობის წყალს და იტოვებდეს მას თავის სტრუქტურაში, კარგად იღებდეს ჭუჭყს და მტვერს

კარგ ჩვარს გააჩნია უნარი, გაუძლოს რეცხვის 100 ციკლზე მეტს, დამუშავებისას კი უნდა უძლებდეს მაღალ ტემპერატურას, 93-95 გრადუსს.

ქსოვის ტექნოლოგიის სხვაობის გამო სამუშაო დატვირთვა განსხვავებულია.

როგორც ყოველდღიურობაში, ასევე დასუფთავებაში ფართოდ გამოიყენება მიკრობოჭკოვანი ჩვარი სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ვინაიდან, სტრუქტურა ქსოვილში განსხვავებულია, ზედაპირების წმენდისას უნდა გავითვალისწინოთ მისი სტრუქტურაც.

ჩვარს გააჩნია:

დადებითი თვისებები:

1) არ გადასდის ფერი

2) არ ხუნდება

3) არ იმურკება

4) ბოჭკო არ იჟღინთება წყლით

5) იწოვს უფრო მეტ სითხეს ვიდრე სხვა რაიმე ქსოვილი

6) გარეცხვის შემდეგ შრება სწრაფად

უარყოფითი თვისებები

1) დაზიანების შემთხვევაში არ ექვემდებარება აღდგენას

2) ვერ უძლებს გამოხარშვას და თბოდამუშავებას (ეხება გარკვეულ ხარისხებს). იხილეთ დამუშავების სპეციფიკაცია ქსოვილის მოვლის ანოტაციაზე.

მიკრობოჭკოვანი ჩვარის ხარისხი და გამოყენება დამოკიდებულია ასევე:

მის ქსოვის სტრუქტურაზე (ხავერდოვანი, აბრეშუმისებრი, პირსახოცისებრი)

წონაზე (250-300 GSM), რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება მის ცვეთამედეგობაზე და აბსორბირების (წყლის შთანთქვა) უნარზე

ანტიმიკრობულობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია კვების უვნებლობის სტანდარტის დაცვისთვის Food contact Clearence (FCC) სამზარეულოებსა, რესტორნებსა და ბარებში.

ხარისხიანი მიკროფიბრა გამოყენებისას არ ტოვებს ლაქებს, ბუსუსს, ტენს, ნაკაწრებს. ის არ უშინდება მაღალკონცენტრირებულ მჟავას ან ტუტეს.

ხარისხიანი ჩვრით შესაძლებელია ზედაპირი დასუფთავდეს ქიმიური ნივთიერების გარეშე . ეს უნარი აიხსნება იმით, რომ მას მცირე ზომის (განედ კვეთაში) ჭრილები აქვს, რისი მეშვეობითაც აღწევს მცირე ზომის ფორებში.

აუცილებელია პირველ გამოყენებამდე გაირეცხოს (როგორც სხვა ნებისმიერი ქსოვილი), რადგან დაზგაზე ქსოვისას საჭიროებს სპეციალურ ქიმიურ დამუშავებას . ამ დამუშავების გამო კაპილარული თვისებები შემცირებულია.

მიკროფიბრას გამოჩენას თან მოჰყვა დასუფთავების სფეროში ფერთა გამოყენების სისტემის გაჩენაც, რომელსაც "ქუადრო სისტემ"ს უწოდებენ. ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია დასუფთავებისას სხვადასხვა ზედაპირზე იქნას გამოყენებული კონკრეტული ფერის ჩვარი.

ქუადრო სისტემა შედგება 4 ფერისაგან :

ლურჯი (შუშა,სარკე)

წითელი (უნიტაზი,იატაკი)

ყვითელი (ავეჯი,მყარი ზედაპირები)

მწვანე (სანკვანძში დარჩენილი ზედაპირები)

ცოტაოდენი საერთაშორისო გამოცდილებიდან

ზედაპირის წმენდისას, აუცილებელია ვიცოდეთ ჩვრის სწორად გამოყენება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ერთი ჩვრით 14 2 -მდე ზედაპირის გაწმენდა. თანმიმდევრული და სწორი დაკეცვით, ჩვარს გააჩნია 8 სამუშაო ზედაპირი, თითოეული მათგანი იდენტურია.

წმენდისას, ყურადღება უნდა მიექცეს ჩვარის მოძრაობას და დაკეცვას. მეტი ეფექტურობისთვის, უკეთესია თუ ჩვრის გამოყენებას დავიწყებთ მსუბუქად დასვრილი ზედაპირიდან- მეტად დასვრილი ზედაპირისკენ.