პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანების შედარება

პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანების შედარება

ხშირად მეკითხებიან თუ რა სხვაობაა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ სარეცხი მანქანებს შორის. სამრეცხაო სფეროში მომუშავე კოლეგები ამ კითხვას მეამიტური კითხვად ჩათვლიან. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირია იმ ადამიანებისაგან, ვისაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება,მაგალითად, როგორიც არის : სასტუმრო, სპორტ დარბაზი, სილამაზის სალონი ან თუნდაც თვითმომსახურების სამრეცხაო.

რა თქმა უნდა,დღეისათვის ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი თუ რა რესურსი გააჩნია მანქანას, ან რა ტევადობისაა და სხვა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ,დამწყებ ბიზნესმენს უჭირს სწორი ორიენტირება მოახდინოს მონაცემებს შორის და განასხვაოს მანქანები ერთმანეთისაგან, მითუმეტეს პატარა ტევადობის მანქანებში (6 დან 15 კგ მდე).

ერთი შეხედვით რომ შეაფასოთ, დოლურის ზომა, ტევადობა, ბრუნვის რაოდენობა, წყლის გაცხელების შესაძლებლობა და ბევრი სხვა შეიძლება იყოს ერთნაირი. მაშასადამე, გავერკვიოთ თუ რაშია სხვაობა.

არსებობს გამონათქვამები „ეკონომიკა უნდა იყოს ეკონომიური“, „ძუნწი იხდის ორჯერ“, „დრო- ფულია“ ზუსტად ასახავს ფულის გამომუშავების სფეროში პროფესიული მანქანების გამოყენების მიზეზს. პატარა ტევადობის პროფესიული სარეცხი მანქანები და საშრობები გამოიყენება სამრეცხაოებში კლიენტის სწრაფი მომსახურების მიზნით. აქ გარანტირებულია რომ ქსოვილი(ტანსაცმელი, ნაკეთობა) იქნება გარეცხილი სწრაფად, ხარისხიანად, უსაფრთხოდ, იაფად, ამასთან სხვა კლიენტების ტანსაცმლისაგან განცალკევებით. ამიტომ დანადგარები უნდა იყოს მაღალ და ინტენსიურ დატვირთვაზე გათვლილი.

სხვა დანარჩენ ფაქტორებს თუ არ შევეხებით, ეს მონაცემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობაა საყოფაცხოვრებო მანქანასთან შედარებით. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ციკლთა რაოდენობის სხვაობა, რომელზეც გათვლილია დანადგარი. მაშასადამე, პროფესიული სარეცხი მანქანების ხაზი მწარმოებელთან „ელექტროლუქსი“ გათვლილია 35 000 ციკლზე, და საყოფაცხოვრებო ნებისმიერი ხაზი 2500 ციკლზე. პროფესიული მანქანებისა და საშრობების მნიშვნელოვანი მიზანია არა მარტო დაამუშაოს სარეცხი (გარეცხოს, გააშროს) , არამედ შეასრულოს ეს სწრაფად. შესაბამისად, ყველა პროფესიონალურ დანადგარს გააჩნია მაღალი წარმადობა.

საყოფაცხოვრებო მანქანების ერთი სრული ციკლი მერყეობს 1 საათიდან 2 საათამდე, რაც პროფესიონალურში 40-60 წუთამდეა დაყვანილი ( ანალოგიური პროგრამები). რეცხვის დროის შემცირებას ხელს უწყობს თავად დოლურის კონსტრუქცია, რომელიც ინტენსიურ ზეგავლენას ახდენს ქსოვილზე და მასზე არსებულ ჭუჭყზე, გაზრდილ მექანიკურ ზაგავლენას რომელიც ამავდროულად არ აზიანებს ბოჭკოსა და ძაფს, გაზრდილი სითხის მეშვეობით რომელიც ასუფთავებს ქსოვილს ჭუჭყისაგან და გადაჰყავს ის მდგრად ემულსიაში რომელიც აღარ დაილექება ქსოვილში (რეზორბციის გარეშე). ზემოთჩამოთვლილი განაპირობებს პროფესიონაური მანქანების უნარს , რომ ქსოვილს გააცალოს ყველაზე რთული დაბინძურება. ამასთან, პროფესიონალური მანქანები გათვლილია მოერიონ 1-4 დონის დაბინძურებას, როდესაც საყოფაცხოვრებო მხოლოდ 1-2 დონისთვისაა გათვლილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონაურ მანქანებში შესაძლებელია განსხვავებული პროგრამების ჩაწერა, რომელიც მოერგება სამრეცხაოში არსებული მომხმარებლისა და ქსოვილის მოთხოვნებს, რაც საყოფაცხოვრებო სარეცხ მანქანას არ გააჩნია (ადაპტირებულია საყოფაცხოვრებო პირობებისთვის). თანამედროვე პროფესიონალური მანქანების შიდა მეხსიერება ადაპტირებულია მასში ჩაიწეროს დამატებითი 20-100 პროგრამამდე. თითოეული პროგრამის ჩაწერისას კი, ბიჯები შეიცავდეს 20-40 ფუნქციამდე.

საყოფაცხოვრებო მანქანებში შესაძლებელია შეცვალოთ ბიჯი, მაგრამ ეს არ ხდება ყველა პროგრამაზე და მოიცავს მხოლოდ წურვის სიძლიერეს და დამატებით გავლებას. პროფესიონალური რეცხვისთვის კი ეს არ არის საკმარისი.

ასევე, პროფესიონალურ მანქანებზე შესაძლებელია დაერთდეს პროფესიონალური ქიმია, რომელიც ავტომატიურად მიაწოდებს პროგრამის შესაბამისად ხსნარს, რომელიც საჭიროა კონკრეტული ბიჯისთვის. აქ ადამიანური ფაქტორი გმორიცხულია, თანამშრომელს აღარ უწევს ჩაყაროს ან ჩაასხას რაიმე სახის სარეცხი საშუალება, შესაბამისად თავიდან ავიცილებთ დოზის გადამეტებას,რასაც შეიძლება მოჰყვეს ქსოვილის დაზიანება ან არასასურველი შედეგი. ავტომატური დოზირების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია თანამედროვე პრეპარატების გამოყენება მაქსიმალური,სინერგეტული ეფექტით.

შემდეგი არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია - ტექნიკური მომსახურება და გარანტია. თუ საყოფაცხოვრებო მანქანის გამოყენებას აპირებთ საწარმოო პირობებში მისი საგარანტიო პირობები იხსნება. (ვინაიდან მუშაობს არასაყოფაცხოვრებო პირობებში).

საწარმოო დანადგარების მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს სრული ტექნიკური და საგარანტიო მომსახურება , ეს შესაძლებელია იყოს 2 და მეტი წელი. ვინაიდან პროფესიონალური დანადგარების ყველა კვანძი კომპონენტები და დეტალები გათვლილია ინტენსიურ დატვირთვაზე არსებობს სპეციალური ტექნიკური მომსახურების რეგლამენტი რომელიც ვალდებულია შესრულდეს სპეციალური სერტიფიცირებული სერვის-კომპანიების მიერ. ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება კომპანია, რომელთანაც შეიძინეს ჩვენი დანადგარები „ელექტროლუქსი“ , ან სერვის პარტნიორი, რომელსაც გააჩნია ჩვენი დანადგარების მომსახურების სერტიფიკატი. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ კლიენტების მუდმივი მხარდაჭერა და დანადგარების უწყვეტი მუშაობა 20 საათი დღეღამეში.

თუმცა,მნიშვნელოვანია დანადგარების ექსპლუატაცია და მომსახურება ხორციელდებოდეს მართებულად. პროფესიონალური მანქანების მუშაობის წარმატების 70% დამოკიდებულია კოპეტენტურ მონტაჟსა და დაერთებაზე (სპეციალურად ნასწავლი ინჟინრების მიერ). როგორც წესი საყოფაცხოვრებო მანქანების ელექტრო დაერთება ხდება 220 ვოლტიან ძაბვაზე და ნომინალური სიმძლავრე 3 კვტ. როდესაც პროფესიონალური მანქანების დაერთება ხდება ძაბვაზე 380 ვოლტზე, სამი ფაზა. ეს იძლევა საშუალებას იქნას გამოყენებული ტენები სიმძლავრით 3 კვტ და მეტი (არსებობს დანადგარები რომლის ელემენტების გაცხელება 90-100 კვტ მერყეობს) მძლავრი ტენები მკვეთრად ამცირებს საჭირო ტემპერატურამდე წყლის ან ჰაერის გაცხელების დროს როგორც რეცხვისას ასევე შრობისას, რაც თანაფარდობაში ამცირებს რეცხვისა და შრობის პროცესს და პროპორციულად ზრდის დანადგარის წარმადობას.

მსგავსად ამისა, საყოფაცხოვრებო მანქანები განსხვავდება წყალსა და კანალიზაციაზე დაერთებაშიც. მაშასადამე, სარეცხი მანქანის დაერთება ხდება მხოლოდ ცივი წყლის მიწოდებაზე, აქვს გადამღვრელი პომპა რომლიდანაც მილის მეშვეობით იღვრება წყალი კანალიზაციის მილში.

პროფესიონალური მანქანების დაერთება კიდევ შესაძლებელია ორივე წყალზე ერთდროულად, როგორც ცივზე ასევე ცხელზე (ეს იძლევა საშუალებას შეამციროთ ტენების მუშაობის და წყლის გაცხელების დრო) რაც ზრდის მანქანის წარმადობას. ამასთან, პროფესიონალურ მანქანას განსაკუთრებით 15 კგ და მეტი გააჩნია გადამღვრელი კლაპანი, რომლის გახსნისას მანქანიდან წყალი იღვრება თვითდინებით, აქვე გადამღვრელი მილის დიამეტრი მეტია იგივე წარმადობის საყოფაცხოვრებო მანქანასთან შედარებით. მსგავსი ტექნიკური დეტალი იძლევა საშუალებას გადაღვრის დრო შემცირდეს და მანქანა მალევე გადავიდეს შემდეგ ოპერაციაზე.

თუ შევადარებთ საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ საშრობს, იმის გარდა რომ დაერთება ხდება განსხვავებულ ძაბვაზე და ნომინალური სიმძლავრეც განსხვავებულია, მანქანები განსხვავდება სავენტილაციო სისტემაზე დაერთებითაც . ყველა საყოფაცხოვრებო საშრობს გააჩნია საკონდენსაციო ბლოკი და თბო პომპა მას არ სჭირდება ჰაერის გატყორცვნა საშრობიდან ვენტილაციაში. მაქსიმალური კომფორტი შეილძება იყოს გადამღვრელი მილი, რომლის დაერთება შეიძლება კანალიზაციაზე, იმისათვის რომ წყლის გადაღვრა საკონდენსაციო ბლოკიდან არ იყოს საჭირო. შრობის პროცესი საკონდენსაციო ბლოკიან მანქანებში საკმაოდ ხანგრძლივია და სჭირდება 1 საათი და მეტი. პროფესიონალური საშრობის შემთხვევაში შრობის ციკლი არ აღემატება 30 წუთს, ვინაიდან ახორციელებს ჰაერის გატყორცვნას გარეთ და უზრუნველყოფს მშრალი და გამთბარი ჰაერის მიწოდებას.

პროფესიონალური მანქანები აღჭურვილია ასევე სიხშირული ბლოკით ანუ ინვენტორით, რომელიც იძლევა საშუალებას უზრუნველყოთ დოლურის ბრუნვის სიხშირის მცირე ცვლილება, რაც გამორიცხავს ისეთ დეტალებზე დატვირთვას, როგორიცაა რელე, გამშვები და ძრავის მექანიზმი. ამასთან, ბევრ მანქანას გააჩნია დისბალანსის კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის გადასვლას „ წურვაზე“ არასრულად ჩატვირთული დოლურით. როგორც წესი, საყოფაცხოვრებო მანქანებში არასრული ჩატვირთვა, ან და მხოლოდ ერთი ნივთის გარეცხვის შემთხვევაში მანქანის წურვაზე გადასვა ხშირად შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იკავებს ბალანს და ნივთი მანქანიდან ამოღების შემდეგ რჩება ნაწილობვრივ ან სრულად გასაწური.

წურვის სპეციალური კონტროლის სისტემა „ბალანსი“ პროფესიონალურ მანქანებში „ელექტროლუქსი“ აკონტროლებს წურვის პროცესს, ანაწილებს სარეცხს დოლურაში ისე, რომ გამორიცხოს კვანძების წარმოქმნა რომელიც შემდგომში დისბალანსის მიზეზი შეიძ₾ება გახდეს. ხარისხიანი წურვის პროცესი საკმაოდ ბიუჯეტური და მნიშვნელოვანია შემდგომი საფეხუურებისთვის, სხვა სიტვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ხარისხიანია გაწურვა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო შრობაზე, ამასთან თუ გავითვალისწინებთ რომ აღნიშნული პროცესი ყველაზე ენერგოხარჯვადი და ძვირადღირებულია.

საშუალებების და ხარჯების შემცირების მიზნით არსებობს უამრავი ოფციები, რომელიც აკონტროლებს ყველა პროცესს: სარეცხის აწონვას, ტემპერატურის მკაცრ კონტროლს, წყლის დონეს, დოლურის ბრუნვის სიხშირესს, გადაღვრის სიჩქარესს, წურვის სრულ კონტროლსა და რეცხვის დროს. ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებს პროცესორი, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ ახალი პროგრამა ან და დააკორექტიროთ არსებული.“ელექტროლუქსის“ მანქანებში შესაძლებელია გაიწეროს 55 პროგრამა. აღნიშნული შესაძლებლობა ტექნოლოგს აძლევს საშუალებას მეტად დაწვრილებით და დეტალურად ჩაშალოს ქსოვილების დამუშავების პროცესი და გააკონტორლოს ხარჯები თითოეულ ეტაპზე. შესრულებული დამუშავების ციკლის მონაცემები და მათი პირველადი ანალიზი ინახება მანქანის მეხსიერებაში და შესაძლებელია მათი გადმოტანა რეპორტის სახით ნებისმიერ კომპიუტერში.

პროფესიონალური დანადგარების ფაბრიკებში გამოიყენება ახალი ტექნოლოგიები მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად. მანქანის კორპუსი სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით იღებება რამოდენიმე ფენად წნევის ქვეშ ფხვნილისებრი საღებავით. აღნიშნული ტექნოლოგიით შეღებვა გათვლილია იმაზე, რომ დანადგარების ექსპლუატაცია შესაძლებელია მაღალ ტემპერატურულ ან და მაღალ ტენიან პირობებშიც, გემების ჩათვლით. შეღებვის მეთოდი უზრუნველყოფს ერთიან ზედაპირს და მასზე არ წარმოიქმნება მიკრო ბზარები ან კოროზია. რობოტიზირებული ტექნიკა უზრუნველყოფს შედუღების ზუსტ ნაკერებს, რომელიც უძლებს მაღალ ვიბრაციას და იძლევა გარანტიას რომ მასში არ გაჩნდება მიკრო ბზარები. სამსაფეხურიანი ხარისხის კონტორლი კი, უზრუნველყოფს საწარმოო ხარვეზის 0 მდე დაყვანას.

როგორც ნათქვამია „პური მეპურემ უნდა აცხოს“ გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა სახლის პირობებში და პროფესიონალური საწარმოო პირობებში რათა მან უზრუნველყოს თქვენი შემოსავალი.


ავტორი : ვლადიმირ აგიბალოვი